საქართველოს მოფარიკავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. მათ ფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 45:36, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები 45:41 დაამარცხეს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი გამარჯვება საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა. ნაკრების წევრები არიან მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია და ვაჟა რეჭია.

ევროპის ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქში, მინსკში იმართება.