მუსიკალური ჯგუფის “სახე” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტში გოგა ხაჩიძე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ის ფეისბუკში წერს. მისი თქმით, ჯგუფის შეკრება ახლა ხელოვნურია.

“მე არ ვმონაწილეობ “სახე 20”-ში და ამით იმ “სახე”-ს გადარჩენასაც შევუწყობ ხელს მეხსიერებაში, მთელი თაობისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, ბედნიერების და აღტაცების მომტანი რომ იყო,” – წერს ხაჩიძე.

ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი, დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე კონცერტს თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 მაისს გამართავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *