ანჩელოტი: მეოთხედფინალში უკეთესმა არბიტრმა უნდა იმსაჯოს

“მეოთხედფინალში უკეთესმა არბიტრმა უნდა იმსაჯოს, ან უკვე ვიდეო-რეფერის დანერგვის დრო მოვიდა, რასაც უეფაც ცდილობს, რადგან შეცდომები ძალიან ბევრია”, – BBC-ის ინფორმაციით, ეს განცხადება მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გააკეთა, რომლის გუნდიც დღეს ბერნაბეუზე რეალთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა.

რეალი გამარჯვებას ზეიმობს © EPA

ფეხბურთის არაერთი ქომაგის აზრით, მსაჯმა მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მიუნხენიდან მადრიდში ჩასული ბაიერნის ქომაგები ბერნაბეუზე პოლიციასაც დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე მოხდა © EPA/ZIPI

რეალმა ბაიერნი დამატებით დროში 4-2 დაამარცხა. კრისტიანო რონალდომ მეტოქეს სამი გოლი გაუტანა.