ახალი ამბები

არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტი თანამშრომელი შსს-დან დაითხოვეს

17 იანვარი, 2013 •
არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტი თანამშრომელი შსს-დან დაითხოვეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია სამინისტროებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან გამოითხოვა. ინფორმაცია მოიცავს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

 

მიღებული ინფორმაციის შედეგად მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

 

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლდა 52 თანამშრომელი, მათგან 16 – პირადი განცხადების საფუძველზე;

 

ჯანდაცვის სამინისტროდან – 87 (აქედან პირადი განცხადებით – 25);

 

ფინანსთა სამინისტროდან – 154 (პირადი განცხადებით – 130);

 

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან – 49 (პირადი განცხადებით – 32);

 

მთავრობის კანცელარიიდან – 98 (პირადი განცხადებით – 13);

 

გარემოს დაცვის სამინისტროდან – 13 (პირადი განცხადებით – 6);

 

იუსტიციის სამინისტროდან – 59 (აქედან 45 პირადი განცხადების საფუძველზე);

 

პროკურატურიდან – 69 (პირადი განცხადებით – 44);

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან – 1 დაითხოვეს პირადი განცხადებით საფუძველზე;

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან – 98 (აქედან 48 – პირადი განცხადების საფუძველზე);

 

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან – 11 (აქედან 10 – პირადი განცხადების საფუძველზე);

 

აჭარის მთავრობიდან – 11 (პირადი განცხადებით – 9);

 

მესტიის მუნიციპალიტეტიდან – 5 (პირადი განცხადებით – 2);

 

ახმეტის მუნიციპალიტეტიდან 8, ხოლო თელავიდან 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს პირადი განცხადების საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი