პროკურატურის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად,
ხსენებული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, კანონის ძალაში შესვლიდან გათვალისწინებულია ერთკვირიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება. პროკურატურა აცხადებს, რომ კანონით დადგენილი ხსენებული ერთკვირიანი ვადის დაცვით უწყება უზრუნველყოფს მითითებული პროცედურების განხორციელებას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით აღიარებული პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირების მიმართ ძებნის შეწყვეტა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსენებული პირების უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავება, იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებისას მათ არ შეექმნათ დაბრკოლებები, საქართველოს მთავარი პროკურატურა მოუწოდებს ხსენებულ პირებს, დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში თავი შეიკავონ საქართველოში დაბრუნებისგან. მას შემდეგ, რაც ხსენებულ პირთა მიმართ დასრულდება კანონით გათვალისწინებული პროცედურები, საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს”, – ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
