ელჩი დევიდ მორანი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, საქართველოში თავის საქმიანობას 14 იანვრიდან შეუდგა.
ჩამოსვლისას ელჩმა მორანმა განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და მოუთმენლად ველი ამ არაჩვეულებრივ და ლამაზ ქვეყანაში მუშაობას და ცხოვრებას“.
საქართველოში ჩამოსვლამდე დევიდ მორანი გახლდათ დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში, ყირგიზეთში (არა-რეზიდენტი) და უზბეკეთში. იგი ასევე მუშაობდა ნაირობიში, მოსკოვსა და პარიზში.
დევიდ მორანი საქართველოში დაახლოებით 6 თვეს დაჰყოფს. შემდეგ მას უფრო ხანგრძლივი ვადით დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი შეცვლის.
