პარლამენტს აბორტის აკრძალვის წინადადებით მიმართეს

პარლამენტი აბორტის აკრძალვის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს 2017 წელს ორმა მოქალაქემ მიმართა.

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21″-ის დირექტორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით,  ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:

მოქალაქე გიორგი ლაბაძის ინიციატივის მიხედვით კი, აბორტი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს დაშვებული, თუ არსებობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგენილი სამედიცინო და არასამედიცინო ჩვენებათაგან ერთ-ერთი მაინც.

დღეს მოქმედი კანონით,  ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:

ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;

ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე გასულია 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს უპირატესობა ენიჭება ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის პრეროგატივაა. აბორტისწინა ექიმის კონსულტაციის/წინასწარი გასაუბრების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

________________________________________________________

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აბორტი ქალის უფლებაა. ქალთა უფლებადამცველების აზრით, აბორტის აკრძალვა არასოდეს იღებს დადებით შედეგს. მათი თქმით, ლეგალური აბორტის ხელმიუწვდომლობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აბორტები გაკეთდება არალეგალურად, ხშირ შემთხვევაში, არასათანადო (ანუ არასტერილურ ან არასათანადოდ მოწყობილ) გარემოში, რაც თავისთავად იწვევს გართულებებს, დედათა სიკვდილიანობა გაიზრდება. აბორტის მიზეზების აღმოფხვრის გზებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების გზით მომავალი მშობლების ფინანსური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში ხედავენ და არა აბორტების აკრძალვაში.