2013 წლის 3იანვარს, 06:05 საათზე, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია- რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა 1965 წლის 29 სექტემბერს დაბადებული, მსჯავრდებული გ.ს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს. 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2013 წლის 3 იანვარს, დილის 04:30საათზე გადაიყვანეს #16 დაწესებულებაზე რიცხული ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან, დიაგნოზით: აივ ინფექცია (შიდსი) C3 სტადია, პნევმოცისტური პნევმონია, აივ ასოცირებული განლევის სინდრომი, ტერმინალური მდგომარეობა, Cქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, ფილტვის ტუბერკულოზი მგბ(-) უარყოფითი, იშემიური ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, მარცხენამხრივი ჰემიპარეზის სახით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

 

“სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა,”- აცხადებენ სამინისტროში.

 

ოფიციალური ინფორმაციით, პაციენტი  2012 წლის ნოემბერში იდენტიფიცირებული იყო როგორც მძიმე, განუკურნებელი სენით დაავადებული და შეყვანილი იყო სიაში, რომელიც მინისტრმა პრეზიდენტს გადაუგზავნა, მაგრამ მსჯავრდებულმა გ.ს.-მ თავად თქვა უარი შეწყალებაზე.

 

“ამასთანავე, გ.ს-ს ბოლო თვეების განმავლობაში თვითნებურად ჰქონდა შეწყვეტილი შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობა, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი და პაციენტის წერილობითი უარი დატანილია მის სამედიცინო დოკუმენტაციაში. გარდაცვალების ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით დანიშნულია ექსპერტიზა.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *