როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში სამსახურს ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
პრეზიდენტმა გენერალი პეტრეუსის სიტყვებიც გაიხსენა, რომელმაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიმამაცესა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.
ქვეყნის პირველმა პირმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 11 სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
