მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ჩამოვარდა

დაშვების დროს თვითმფრინავი ტუ-204 საფრენი ბილიკიდან გადავიდა და დაიმსხვრა. თვითმფრინავს ძრავა დაუზიანდა და ცეცხლი მოეკიდა. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

 

თვითმფრინავი ჩეხეთიდან რუსეთში მოფრინავდა. გამოცემის ინფორმაციით,  ბორტზე იმყოფებოდა მხოლოდ ეკიპაჟი. მათგან არც ერთი არ იყო ჩეხეთის მოქალაქე. აეროპორტის პრესსამსახური აცხადებს, რომ თვითმფრინავი აფრენის წინ ტექნიკურად შეამოწმეს.