საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიების ცნობით, ქალაქ ბორჯომში ერთ–ერთ მოქალაქეს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყლების, „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას.
“საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული ”ლიკანი” და ”ბორჯომი” – იუწყება საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.