დღეს, 09 აპრილს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გააპროტესტეს კანონი, რომელიც დემონსტრანტების აზრით, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს (CEU) დახურვას უქადის. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ უცხოური უნივერსიტეტების რეგულირების შესახებ მიღებულ სადავო საკანონმდებლო ცვლილებას პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) ბუდაპეშტში მდებარე ამერიკულ-უნგრული უნივერსიტეტია, რომელიც 26 წელია არსებობს. იგი ჯორჯ სოროსის მიერაა დაფუძნებული. უფრო მეტი ამ უნივერსიტეტის შესახებ წაიკითხეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ნაციონალიზმის კვლევების მაგისტრანტის, ოთო კობახიძისსტატიაში, რომელიც ნეტგაზეთზე გამოქვეყნდა.