ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ატაცში 217 კილოგრამის აწევა შეძლო. ქართველი სპორტსმენი ხორვატიაში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

ჩემპიონატის ყურება ონლაინ არის შესაძლებელი.

გასულ წელს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ლაშა ტალახაძე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელა.