ლოპოტის ტბაზე კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 8 აპრილს, ლოპოტის ტბაზე მდებარე კოტეჯში ცეცხლი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დაიწვა ორსართულიანი კოტეჯი, 150 კვადრატული ფართის ტერიტორია.

სააგენტოს ცნობით, გასული იყო 5 სამაშველო სამსახური, რომლებმაც ცეცხლი ჩააქრეს. სააგენტოს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.