მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მაია ხასიას განმარტებით, 2012 წლის 23 დეკემბერს დაწესებულების ექიმმა 28 წლის მსჯავრდებულთან დაკავშირებით მოახდინა სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების იდენტიფიცირება: მოჭარბებული უხასიათობა და განწყობის დაქვეითება, ქცევის ცვლილება, რაზეც მოხდა რეაგირება და პატიმარი გადაყვანილი იქნა სხვა საკანში 24- საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. ასევე გამოიძახეს ფსიქიატრი შემდგომი კონსულტაციისთვის.
“მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თკ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის(ყაჩაღობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება”, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გუშინ, 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.