თემურ გიორგაძე 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით იკითხება

როგორც პროკურატურის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, გიორგაძეს 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხავენ.  

 

“ჩემთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, გამოძიება მიმდინარეობს და მის დასრულებამდე კანონით აკრძალულია დეტალების გახმაურება” –  განაცხადა პროკურატურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.  

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მაისში “სახლახო კრება” თბილისში პერმანენტულ აქციებს მართავდა. 26 მაისს, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  აქცია დაშალა.