წარმოგიდგენთ 7 აპრილს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
10:00 დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის 2017-2030 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება. ამ მიმართულების სტრატეგია საქართველოში პირველად შეიქმნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე ნინო ბერძული და გაეროს
მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ალანა არმიტაჯი დაესწრებიან. მის:სასტუმრო თბილისი მერიოტი- რუსთაველის N 13 საკ. პირი: სალომე გოგინაშვილი- 558 24 07 70
10:30 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩატარდება საერთაშორისო ონლაინ მასტერკლასი ნაწილაკების ფიზიკაში. ის ორგანიზებულია CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, ჟენევა, შვეიცარია) მიერ და საქართველოში პირველად ტარდება. ლექციები ჩატარდება მეცნიერების მიერ, რომლებიც მუშაობენ ცერნში მიმდინარე სხვადასხვა ექსპერიმენტებში. ადგილი: ტექნიკური უნივერსიტეტი. მისამართი: კოსტავას 77 (ადმინისტრაციული შენობა მე-2 სართული)
11:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია. მის: თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.