ევროკავშირის ქვეყნებში 15 ივნისიდან როუმინგის ტარიფები გაუქმდება

15 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნებში როუმინგის ტარიფები გაუქმდება და მოქალაქეებს შეეძლებათ, ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე იმოგზაურონ, რომ როუმინგში დამატებითი თანხა არ გადაიხადონ და, შესაბამისად, ისარგებლონ იმ ტარიფით, რაც სამშობლოში ჰქონდათ.

ევროპარლამენტმა შესაბამისი რეგულაცია დღეს, 6 აპრილს დაამტკიცა.

“ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან, აღარ გადაიხდიან როუმიგის ხარჯებს დარეკვისას, sms-ის გაგზავნისას, ან მობილური ინტერნეტის მოხმარებისას იმ სიმ ბარათის გამოყენების შემთხვევაში, რომლითაც თავიანთ ქვეყანაში სარგებლობდნენ,”- აცხადებს ევროკომისია.

15 ივნისიდან როუმინგის დამატებითი ტარიფები გაუქმდება ევროკავშირის 28-ვე ქვეყანაში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი. ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი. ასევე, იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ევროპის ეკონომიკურ ზონაში შედიან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია.