აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ელჩი დავით ბაქრაძე თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
“ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში,”- წერია გავრცლეებულ განცხადებაში.