აქცია ქედაში გამგებლის გადადგომის მოთხოვნით

გამგებელი ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, მათი მოთხოვნები მოისმინა და განაცხადა, რომ ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებდა.

 

„არ ვაპირებ თანამდებობიდან წავიდე ამ გზით,“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ.

 

აქციაზე იმყოფებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც, თუმცა, მათივე განცხადებით, აქციის ორგანიზებაში წვლილი არ მიუძღვით.

 

აქციის მონაწილეებმა გამგებლის საკუთარ კანდიდატად ჯამბულ შარაბიძე დაასახელეს. ამ დროისათვის აქცია ქედაში შეწყვეტილია.