“დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას.დღევანდელი დღე მინდა მოვულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში.”
თბილისში მცხოვრები კათოლიკეები, ყოვლადწმინდა მარიამის ზეცად ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულს შეხვდნენ. ეკლესიაში შობის დღესასწაულის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, თბილისის მერი, გიგი უგულავა და შს ყოფილი მინისტრი და “ნაციონალური მოძრაობის” გეენრალური მდივანი, ვანო მერაბიშვილიც დაესწრნენ.