ესპანეთში საქართველოს 17 მოქალაქე ბინების ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ესპანეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ბინებს ძარცვავდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს პირები ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შედეგად ინდივიდუალურად დააკავეს. დაკავებული ერთი კრიმინალუrი დაჯგუფების წევრები არ არიან.

საქართველოს შსს-ს ცნობით, ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთში და საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად ეს პირები დააკავეს.

ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულები წინასწარ არჩევდნენ ბინებს, რომლებიც უფრო იოლი გასაძარცვი იყო. მედიის ცნობით, მათ მადრიდსა და ბარსელონაში 47 ბინა გაძარცვეს.