შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო ყოფილ პრემიერ მინისტრს ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.
გვინდაძე დღეს ანტიკორუფციულ სააგენტოში პირველ საათზე დაიბარეს, ხოლო ნიკა გილაური დაკითხვაზე დღეს, 4 საათზეა დაბარებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები სააქციო საზოგადოება ბანკ „ქართუსთან” დაკავშირებულ საქმეზე არიან დაბარებული.