Nations in Transit 2017 – ასე ჰქვია საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეხება.
ანგარიშში მოცემულ 29 ქვეყანას შორის საქართველო მე-17 ადგილზეა 4.61 ქულით. Freedom House ქვეყანაში თავისუფლების ხარისხს 1-დან 7- მდე შკალით ზომავს, სადაც 1 საუკეთესო შედეგია, ხოლო 7 – ყველაზე უარესი. წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა არ შეცვლილა. დემოკრატიის ჯამური ქულა 7 კომპონენტისაგან დგება:
ჯამში, Freedom House საქართველოში არსებულ ვითარებას გარდამავალ მმართველობად ან ჰიბრიდულ რეჟიმად აფასებს.
საქართველოს მსგავსად 4.61 ქულა აქვს უკრაინას, ამ ქვეყნებს ჩამორჩება მოლდოვა (4.93). სომხეთს 5.39 ქულა აქვს და Freedom House-ის შეფასებით იქ ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის მმართველობაა, რუსეთს 6.57 ქულა აქვს (კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი), ხოლო აზერბაიჯანს – 6.93 (კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი).