ხარების დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ

“მემარცხენე ალიანსი” პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, რომ ხარების მართლმადიდებლური დღესასწაული 7 აპრილი უქმე დღედ გამოცხადდეს.

მემარცხენე ალიანსში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო წინადადებას დღეს, 4 აპრილს შეიტანენ პარლამენტში.

ხარების დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს აღნიშნავს. მათი რწმენის მიხედვით, ამ დღეს მთავარანგელოზმა ამცნო მარიამს, რომ იესო ქრისტე დაიბადებოდა.

რატომ უნდა გამოცხადდეს უქმე დღედ 7 აპრილი? ამ კითხვაზე “მემარცხენე ალიანსში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას დაარეგისტრირებენ.

პარლამენტმა 23 თებერვალს დიდგორობა, 1121 წელს მომხდარი ბრძოლის დღე, 12 აგვისტო უქმედ გამოაცხადა.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში