აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში, არის მსხვერპლი

სანკტ-პეტერბურგის 2 ცენტრალურ მეტროსადგურში (Сенная площадь/Технологический институт) აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულებიც. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე ადამიანი 50-მდე კი დაშავდა.

At least 10 people killed in #Russia metro blast.

“San Petersburgo” #SaintPetersburg pic.twitter.com/8tPQk8wL5S

— Daily Pakistan (@DailyPakistan) April 3, 2017

შემთხვევის ადგილის ამსახველ ფოტომასალაში ჩანს დაზიანებული ვაგონი, ბაქანზე მწოლიარე ადამიანები.

პეტერბურგის მეტროპოლიტენმა ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ აფეთქება ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებულმა ნივთმა გამოიწვია. რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა ხელნაკეთი ბომბი ყოფილიყო. ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა სხვა მომიჯნავე სადგურებზეც, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. ამ დროისთვის ქალაქის მეტროპოლიტენის 7 სადგური სრულად დაიხურა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინის თქმით, აფეთქებას შესაბამისი უწყებები იძიებენ. მისი თქმით, გამოძიება ყველა შესაძლო მოტივით მიმდინარეობს –  მათ შორის, განიხილება ტერორიზმიც.

#Seems like explosive power of ~500 gr TNT #Russia #SaintPetersburg pic.twitter.com/xAyMTYz2dx

— Warfare Worldwide (@WarfareWW) April 3, 2017