ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს გამოცდების ეროვნული ცენტრი საშუალებას აძლევს რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ბმულის საშუალებით გაიარონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

 

როგორც ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაციის პროცესი 29 დეკემბერს დასრულდება, გამოცდა კი 26 იანვარს გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში ჩატარდება.

“ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა ზოგადი უნარების ტიპის ტესტი უნდა ჩააბარონ. 

SAT ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტესტია უნივერსიტეტებში და კოლეჯებში ჩასარიცხად. იგი ამოწმებს აპლიკანტის აკადემიურ მზადყოფნას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ტესტი 3 ნაწილს მოიცავს: კითხვა, მათემატიკა და წერა,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *