“ეს არ არის ახალი გადაწყვეტილება ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებით. თავის დროზე საკრებულოს გადაწყვეტილებაში კი არ ეწერა, რომ ძეგლი ჩამოვაგდოთ, არამედ ეწერა, რომ ძეგლი გადატანილ იქნას, გადაწყვეტილების ერთი ნაწილი შესრულდა, მეორე ჯერ არ დასრულებულა. ხვალ ძეგლის დადგმა არ იგეგმება, ხვალ უბრალოდ არის საკრებულოს სხდომა, სადაც დავამტკიცებთ საკრებულოს ბიუეჯტს, სადაც ეს თანხებიც იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ზვიად ხმალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ძეგლის აღმართვისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით 20–25 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული, თუმცა შესაძლოა ეს თანხა სრულად არ გახდეს საჭირო. ზვიად ხმალაძის თქმით, ძეგლის აღმართვასთა დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სტალინის ძეგლი მუზეუმის ტერიტორიაზე დაიდგმება.
