რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა. ამ საკითხზე როგორც ქართულმა მხარემ, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-ს საელჩომ საქართველოში, განცხადებები გააკეთეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე აცხადებს, რომ ამ თემამ “ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში, თითქოს ის “საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” არღვევს და “რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის” საფრთხეს წარმოადგენს”. საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც ფე დაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ცდილობს გაბეროს “რუსული საფრთხე” საკუთარი კონფრონტაციული პოლიტიკის შესანიღბად. რეგიონში რეალური დესტაბილიზაციის ფაქტორი კი, როგორც განცხადებაში წერია, საქართველო- NATO-ს თანამშრომლობაა.