ქუთაისის მერიის მუნიციპალური სამსახურის ოფისი გაქურდეს

მერიის სამსახურის ცნობით, წაღებულია ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მე-3 განყოფილება იძიებს.