იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შესახვედრად მისულ მიხეილ სააკაშვილს ქალაქის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა შენობა უკანა გასასვლელით დატოვა და ნაციონალური მოძრაობის ოფისში გადაინაცვლა. რის შემდეგაც აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გაგრძელდა.
პრეზიდენტის შენობიდან უსაფრთხოდ გასაყვანად დაცვამ ორდონი გააკეთა. თუმცა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ექსკორს ქვა ესროლა.
მოგვიანებით შენობა  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა და გია თევდორაძემ დატოვეს. აქციის მონაწილეებმა მინაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,  ასევე შეეცადნენ მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. ადგილი ჰქოდა შეხლა–შემოხლას. 
აღნიშნული აქციის მონაწილეები თვდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ დიდების მემორიალის აფეთქებიდან 3 წლის თავთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით როცა გაიგეს რომ ქალაქში პრეზიდენტი იმყოფებოდა, მერიასთან გააგრძელეს შეკრება.

 

“პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ჰქონდათ ოპოზიციის წინააღმდეგ, როგორც ჩანს პროცესების ვიღაცას ან მართვა არ სურს, ან მართავს ამ გაგებით, რაც ალბათ არ გამოიღებს კარგ შედეგებს ქვეყნისთვის” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობა საგანგებო სხდომას მართავს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ პლენარულ სდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სხდომის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *