30 მარტს რესპუბლიკის მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, 30 მარტს რესპუბლიკის მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

სამინისტროს განცხადებით, ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშრებით თბილისში, რესპუბლიკის მოედანი 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

ღონისძიებაში მონაწილე ავტომანქანები საჩვენებელ მსვლელობას რუსთაველის გამზირზე მოაწყობენ. ღონისძიება 16:30 საათზე ჩატარდება.