ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე, 65 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შს სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.