მიწისძვრის ბიძგები სომხეთის ატომურ ელექტროსადგურთანაც დაფიქსირდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად სომხეთის ატომურ ელექტროსადგურთან ბიძგების სიმძლავრე 3-დან 5 მაგნიტუტამდე მერყეობდა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის სააგენტო “news.am” ავრცელებს.

სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური ეპიცენტრიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ბიძგებს ზიანი არ გამოუწვევია. მისი თქმით, ატომური ელექტროსადგური 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს.

ატომური ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა გაგიკ მარკოსიანმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და აღნიშნა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ელექტროსადგურზე გეგმური შემოწმებები მიმდინარეობს.   

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version