“ჩემი აზრით, თუ მშენებლობის შეჩერება მოხდება, კარგი იქნება, თუ სპეციალისტები ჩაერევიან ამაში. არქიტექტორები პირველ რიგში, ვისაც ხელეწიფება, ვინც იცის ეს, დიზაინერი, ხელოვანი, მხატვარი. უნდა იყოს თუ არა ეს ნაგებობა იქ, თუ არ უნდა იყოს, მოვახერხებთ გამოკითხვას, ჩამოვიყვანთ სპეციალისტებს. თუ დასამთავრებელია, დავასრულებთ. თუ სიმახინჯეა და მოსაშორებელია, ჯობია ადრე მოაშორო. “
ბიძინა ივანიშვილის თქმით, როცა ამდენი ავარიული სახლია საქართველოში და თბილისში, ქალაქის ხელისუფლებას არ აქვს უფლება ამეხლა ფული ასეთ პროექტებში ხარჯოს.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის რიყის გასხვისების თემასთან დაწყებულ საგამოძიბო პროცესში არ ერევა: “დაკითხვის პირველი ნაწილი გავიარეთ, რაში ხედავთ ჩემს ჩარევას. მე სურვილი გამოვთქვი პროექტის განხორციელების, არავინ მიიძულებია და ძალა არ გამომიყენებია.”
ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადების მიხედვით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი- ფართით 43350 მ.კვ.- 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ პირობადადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ–ერთ შპს–ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს – ს არ ჰქონდა დაწყებული საამშენებლო სამუშაოების შესრულება, ზემოთ ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიის მიერ გამოსყიდულ იქნა 17 000 000 აშშ დოლარად.
