ახალი ამბები

პეტიცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

17 დეკემბერი, 2012 •
პეტიცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

“ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები, გთხოვთ განიხილოთ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლითაც მოხდება ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა გამოეყოფა იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა და მოხდება მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია.

 

ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია”, – მიიჩნევენ პეტიციაზე ხელმომწერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი