ქალაქ თბილისი მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პირი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, თუმცა, მათი ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებს, ხოლო  დანარჩენ პირებს ადგილზე გაეწიათ დახმარება. 

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში “ნეტგაზეთს” ავარიის სავარაუდო მიზეზად მოყინული გზაზე ავტომობილების მოცურება დაუსახელეს. ქალაქ მერიის პრესამსახურში აცხადებენ, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში და დღეს თბილისის ქუჩებში მარილს ყრიდნენ:

 

“ამ დროისთვის, როგორც ვიცი, არ არის მოყინული, ბრიგადები გასულები არიან და ამ წუთასაც მუშაობენ და 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ მარილის დაყრას  თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე, როგორც მე ვიცი, ტერიტორიაზე, სადაც ავარია მოხდა, მარილი დაყრილი იყო”– აცხადებენ მერიის პრესსამასახურში. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *