კოალიცია ხელისუფლებას სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის საქმის განხილვის დროს გაჩენილი შეკითხვების გამო ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი კოალიცია ხელისუფლებას მიმართავს, დაიწყოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა. კოალიციის განცხადებას “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაქარწყლდა ის კითხვები, რაც საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არსებობდა, რამაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი. კოალიციას მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ის სისტემური პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, რეალურად დაისახოს მიზნად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა  და სასამართლოს ძირეული რეფორმა დაიწყოს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად სამართლიანობის აღდგენა, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გამოაცხადა. ამ მიზნით დაანონსდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება, თუმცა რეფორმების განხორციელების პროცესმა ცხადყო, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა მტკიცე პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემაში რეალური და თანმიმდევრული ცვლილებების გასატარებლად. ნათელია, რომ პოლიტიკურმა სისტემამ სრულად არ თქვა უარი მის ხელთ არსებულ ბერკეტებზე. უფრო მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტში ჩაიდო ცვლილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი უბრალო უმრავლესობით არჩევის წესმა ჩაანაცვლა, რითაც ფაქტობრივად გამოირიცხა საპარლამეტო უმცირესობის მონაწილეობა საბჭოს დაკომპლექტებაში. შედეგად, სასამართლო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა:

[checklist]

[/checklist]

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა. კოალიცია ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

[checklist]

[/checklist]

უახლოეს მომავალში კოალიცია გამოაქვეყნებს დეტალურ კვლევას, სასამართლო სისტემის მდგომარეობის ანალიზს, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო სისტემის რეფორმას. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, კონკრეტული წინადადებების შეთავაზებით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემაში ქმედით და სისტემურ რეფორმაზე მუშაობის პროცესში.