გეშინიათ რომ მესაზღვრე EU-ში არ შეგიშვებთ? – ალდაგი ამბობს, რომ უარს დააზღვევს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს, „ტურის დაზღვევას“ სთავაზობს, რომლის საშუალებითაც სამოგზაურო ხარჯების დაზღვევა იქნება შესაძლებელი.

კომპანიის ცნობით, ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, ალდაგის ახალი პროდუქტი ავიაბილეთების და სასტუმროს საფასურის დაფარვას გულისხმობს. მომხმარებლებს აღნიშნული ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ტური გაუქმდება, ან გადაიდება შემდეგი რისკების დადგომისას:

[checklist]

[/checklist]

„ტურის დაზღვევის“ პოლისის შესაძენად საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი და ინფორმაცია მგზავრობის შესახებ (დანიშნულების ქვეყანა და თარიღები). სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ალდაგი ქვეყნის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან ითანამშრომლებს.

კომპანიის ცნობით, დაზღვევა იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომლებიც ტუროპერატორების გარეშე გეგმავენ თავიან მოგზაურობას.

“ალდაგის „ტურის დაზღვევა“, ტურიზმის ინდუსტრიის ტრანზაქციების ოპერატორის ამადეუსის სისტემაში მოხვდება, რაც ტურისტულ კომპანიას პოლისის მარტივად და სწრაფად გამოწერის საშუალებას მისცემს,” – აცხადებენ კომპანიაში.

პოლისის შეძენა ასევე შესაძლებელია ალდაგის ვებ-გვერდიდან, ფასების შესახებ კი კომპანია ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

ალდაგის ტურის დაზღვევის ფასები