“12 -საათიანი საინფორმაციო გამოშვება ჩვეულებრივად გავიდა და ახლაც გასულები არიან ჩვენი გადამღები ჯგუფები, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ არსებობს. იქამდე რა მოხდა, არ ვიცი,”- განუცხადეს ნეტგაზეთს კურიერის სამდივნოში. 

  

რა მოხდა დილით და რატომ არ მივიდნენ კურიერის გადამღები ჯგუფები სხვადასხვა ღონისძიებაზე, ამაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არ საუბრობენ. 

 

კურიერის ჟურნალისტის, ქეთი ნადიბაიძის განმარტებით, “იყო ცრუ აურზაური ატეხილი იმის გამო, რომ დიანა ჯოჯუამ წაიყვანა 12- საათიანი კურიერი.”

 

მიზეზების გასარკვევად რუსთავი 2 -ის ხელმძღვანელობასთან და საინფორმაციო სამსახურის უფროსთან დაკავშირება ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა. 

 

ნეტგაზეთის წყაროს ცნობით, გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, თუმცა, ამ ეტაპზე ჟურნალისტები მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ. 

 

ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ტელეკომპანიის ხელმღვანელობას არ გაუკეთებია. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *