საქართველოდან სომხეთში სარაკეტო დანადგარის შეტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სომხეთის ორი მოქალაქე საქართველოდან სარაკეტო კომპლექსის შეტანის ბრალდებით დააკავეს.

სომხეთის უშიშროების უწყების ცნობით, აღნიშნულ პირებზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ორი მუხლით [იარაღისა და საბრძოლო ნივთიერებების უკანონო ბრუნვა].

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უწყებას არ გაუვრცელებია.

სარაკეტო დანადგარი " "ИГЛА"; ფოტო: http://www.kbm.ru

სარაკეტო დანადგარი ” “ИГЛА”; ფოტო: http://www.kbm.ru