ახალი ამბები

წულუკიანი: გირგვლიანის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ბოკერია ითხოვდა

12 დეკემბერი, 2012 •
წულუკიანი: გირგვლიანის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ბოკერია ითხოვდა

“ნეტგაზეთის” გიგა ბოკერიას პოზიციის გასარკვევად დაუკავშირდა საქართველოს უშიშროების საბჭოს, სადაც განგვიცხადეს, რომ წულუკიანის აღნიშნული განცხადება არის “უსინდისო სიცრუე” და სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

იუსტიციის მინისტრმა ასევე შეაფასა 5 ამერიკელი სენატორის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, რომელშიც წერია: “ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავების, დაპატიმრების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი. აღნიშნული წერილის მიზანია მზარდი წუხილი გამოვთქვათ, რომ ეს ნაბიჯები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული. დაჟინებით გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ თქვენი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნას აცილებული თუნდაც აღქმა იმისა, რომ  შერჩევითი სამართალია წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ”. 

 

“საქართველოში 25 ოქტომბრის შემდეგ არც ერთი პოლიტიკური დაკავება, არც ერთი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით არ ყოფილა.  აქედან გამომდინარე, პრობლემაც არ არსებობს”, –ასე უპასუხა თეა წულუკიანმა ამერიკელი სენატორების განცხადებასთან დაკავშირბეით დასმულ კითხვას. 

 

თეა წულუკიანი/ფოტო: რადიო თავისუფლება
თეა წულუკიანი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი