“ახალი რაიონი” დევნილებისთვის

ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფომ ახალი ბინები ააშენა და მათ აღნიშნული ფართები საკუთრებაში გადაეცათ.

ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ  გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულმა ათასზე მეტმა ოჯახმა კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართი უკვე მიიღო.

“პრეზიდენტის განკარგულებით, ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის “ახალი რაიონი” გაშენდა. აღნიშნული რაიონი 32 მრავალსართულიანი სახლისგან შედგება. სახელმწიფო ყველაფერს ცდილობს, ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს სათანადო პირობები შეუქმნას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რაიონების მშენებლობა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ბათუმში 22 მრავალსართულიანი კორპუსი, ზუგდიდში – 10 და წყალტუბოში – 10 შენდება,” – აღნიშნა მანჯგალაძემ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version