ქარის გამო 112-ში 500-მდე ზარი შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს, 21 მარტს [11:00 საათისთვის ]ძლიერი ქარის გამო  500 გამოძახება დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, გამოძახებები ძირითადად შეეხებოდა ავტომობილების დაზიანებას, ტოტების მოტეხას და სახლების სახურავების დაზიანებას.

სააგენტო აცხადებს, რომ ადამიანების დაზიანების შესახებ ცნობა არ ყოფილა.

შეტყობინებები მთელი საქართველოს მასშტაბით შედიოდა, ძირითადად- თბილისიდან, გორიდან და რუსთავიდან.