უაქციზო სპირტიანი სასმელების გადაზიდვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელები აქციზური მარკის გარეშე კანონსაწინააღმდეგოდ გადაზიდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უაქციზო პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.