საფრანგეთში ჩატარებული  წინასაარჩევნო პრაიმერის მონაცემებით, ფრანგი მემარცხენე, საფრანგეთის სოციალური პარტიის ყოფილი მდივანი ფრანსუა ოლანდი ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ოლანდმა ხმების 56%-ზე მეტი მიიღო და თავისი კონკურენტი  მარტინ ობრი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა  პრაიმერზე  ხმათა 44 პროცენტი მიიღო.  

ოლანდი 57 წლის კანონმდებელი და მემარცხენეა. ის დიდი ხნის მანძილზე იყო   სოცილისტისტების ბოლო საპრეზიდენტო კანდიდატის, სეგოლენ როიალის მთავარი პარტნიორი.   

17 წლის განმავლობაში ეს სოცილისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობაა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 22 აპრილს ჩატარდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version