საიას კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას სახელმწიფომ ქონება უსაფუძვლოდ გადასცა

“ზვიად ნაზღაიძეს უსაფუძვლოდ გადაეცა ქონება” – აცხადებს  საია მას შემდეგ, რაც შეისწავლა დოკუმენტაცია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეულ და სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

20 მარტს საიას ამ კვლევის პრეზენტაციას ჟურნალისტები და საკრებულოს ოპოზიცია დაესწრნენ. საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათ მოიწვიეს საკრებულოს უმრავლესობაც, თუმცა ისინი პრეზენტაციაზე არ მივიდნენ.

საკრებულოს ოპოზიცია უსმენს საიას კვლევის "28-ჯერ ძვირად ჩამორთმეული ქონება" ავტორის, სულხან სალაძის პრეზენტაციას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.03.2017

საკრებულოს ოპოზიცია უსმენს საიას კვლევის “28-ჯერ ძვირად ჩამორთმეული ქონება” ავტორის, სულხან სალაძის პრეზენტაციას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.03.2017

საია პროკურატურას მოუწოდებს, ამ საქმით დაინტერესდეს, ვინაიდან, შესაძლოა, ეს ფაქტი საჯარო მოხელეების მხრიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 20 მარტს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ფაქტზე “მიმდინარეობს ინფორმაციის მოგროვება” და სამართლებრვი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

სულხან სალაძე საიას კვლევის "28-ჯერ ძვირად ჩამორთმეული ქონება" პრეზენტირებისას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.03.2017

სულხან სალაძე საიას კვლევის “28-ჯერ ძვირად ჩამორთმეული ქონება” პრეზენტირებისას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.03.2017

საიას კვლევის თანახმად, დოკუმენტების შესწავლისას კანონთან რიგი შეუსაბამობები გამოიკვეთა, რაც მათ აფიქრებინებს, რომ ნაზღაიძისთვის ქონების ჩამორთმევისა და შემდგომ მისი გადაცემის ფაქტი, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს:

[checklist]

[/checklist]

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად შეიძლება იყოს კავშირები სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვასა და ამ საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, საია ამბობს, რომ პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ.

“რთულია პირდაპირ იმის მტკიცება, რომ ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების ჩამორთმევა და საკომპენსაციოდ  971 260 ლარის გადაცემა პირდაპირ კავშირშია ნატა ნაზღაიძის მიერ რუსთვი 2-ის საქმის განხილვასთან,”- აცხადებს საია, თუმცა კვლევაში საუბარია, რომ ქრონოლოგიურად, სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე პროცესი და ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების ჩამორთმევა და გადაცემა ერთმანეთს ემთხვევა:

მოვლენების განვითარების ქრონოლოგია სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმისა და ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის საკითხზე საიას კვლევის მიხედვით.

მოვლენების განვითარების ქრონოლოგია სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმისა და ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის საკითხზე საიას კვლევის მიხედვით.

[checklist]

[/checklist]

საიას კვლევის "28-ჯერ ძვირად ჩამორთმეული ქონება" პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.03.2017

საიას კვლევის “28-ჯერ ძვირად ჩამორთმეული ქონება” პრეზენტაცია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.03.2017