საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ნარდევანი-ფარავნის გზაზე, რომელიც კოდა ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ნაწილია, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ხოლო ამავე გზის, ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე აკრძალეულია მისაბმელიანი, ნახევრად_მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება. სხვა სახის ავტომობილების გადაადგილება გზის ამ მონაკვეთზე დაშვებულია.
ფოტო: რადიო ნორი