ნაციონალურმა მოძრაობამ თემატური ჯგუფების ლიდერები აირჩია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის ის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა, რომელიც საბჭოს კონკრეტულ წევრებს მათთვის სასურველ თემატურ სამუშაო ჯგუფებში აერთიანებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს მიმართულების ხელმძღვანელებიც.

სხდომას 2017 წლის პარტიის ყრილობასა და შემდგომ, რაიონულ კონფერენციებზე არჩეული პოლიტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიაში დაწყებული პროცესები მეტი ჩართულობისა და ღიაობის საწინდარია, რაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებსა და მათ ხელმძღვანელებს: