თბილისში ყაჩაღობის შედეგად 80 წლის ქალს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს

თბილისში, კაჭრეთის ქუჩაზე 80 წლის ქალი დააყაჩაღეს. ყაჩაღებმა ქალს სცემეს, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“მოყვანილია სახლიდან. ნაცემია, ჩაუტარდა კლინიკაში გამოკვლევები. ვლინდება სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა”, – განუცხადა ქირურგმა მაია მაღრაძემ “რუსთავი 2”-ს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სახლიდან გაიტაცეს 3000 აშშ დოლარი და მძარცველი რამდენიმე პირი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.